წყალტუბოში 55 ათასი წლის წინანდელი საცხოვრებელი აღმოაჩინეს

  • 09 ივლისი 2012, 16:21
  • 656

საწურბლიას გამოქვაბულში 55 ათასი წლის წინანდელი ზედა პალეოლითის ხანის საცხოვრებელი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომლის იატაკი დატკეპნილი მიწითა და თიხითაა მოპირკეთებული.

წყალტუბოში ეროვნული მუზეუმისა და დუბლინის საერთაშორისო ექსპედიციის მეცნიერები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. საწურბლიას გამოქვაბულში 55 ათასი წლის წინანდელი ზედა პალეოლითის ხანის საცხოვრებელი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომლის იატაკი დატკეპნილი მიწითა და თიხითაა მოპირკეთებული. აღმოჩენილია სამუშაო იარაღებიც.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს ამიერკავკასიაში პირველი აღმოჩენაა, რომელიც ადამიანების 55 ათასი წლის წინანდელ შესაძლებლობებს გვიჩვენებს.

სხვა სიახლეები