„ქართუ ჯგუფის“ უცხოელმა აქციონერებმა სამართლებრივი პროცედურები საქართველოშიც დაიწყეს.
ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პაატა კიკნაველიძემ ისაუბრა, რომელიც საქართველოში "ქართუ ჯგუფის" უცხოელ აქციონერთა ინტერესებს იცავს.
მისი თქმით, გასული კვირის ბოლოს სასამართლოში შევიდა ხუთი აქციონერის სარჩელი, რომლითაც ისინი ითხოვენ მათი კუთვნილი აქციების ყადაღისგან გათავისუფლებას. დღეს, დღის ბოლომდე სასამართლოში შევა 11 აქციონერის სარჩელი იგივე მოთხოვნით.
„მოთხოვნის დასაბუთება მარტივია - არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობა არ შეიცავს განაწესს, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ან რაიმე ქმედების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ერთ პირს, ხოლო მისი აღსრულება განხორციელდეს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონების ხარჯზე. ეს იგივეა, რომ სასამართლომ ერთ პირს მიუსაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელი მოიხადოს სხვა პირმა“, - ამბობს კიკნავლიძე.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები ითხოვენ მათი საკუთრების უფლების დაცვას ქონების ყადაღისგან გათავისუფლების გზით, მათ აქვთ მეორე მოთხოვნაც - შეჩერდეს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა რეალიზაცია აუქციონზე.
სხვა სიახლეები
