ტალანტების შოუ "ნიჭიერი" ახალ სეზონზე "იმედის" ეთერში გავა

  • 31 ივლისი 00:18
  • 2106

ტალანტების შოუ "ნიჭიერი" ახალ სეზონზე "იმედის" ეთერში გავა. პროექტი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის ეთერში გადიოდა, ამიერიდან კონკურენტ ტელეკომპანიაში გააგრძელებს მოღვაწეობას.

ახალი პრომო, რომელიც შოუს ახალი სეზონის დაწყებას ატყობინებს მაყურებელს, "იმედის" ეთერში უკვე გადის. აღსანიშნავია რომ, პრომო მთლიანად აგებულია უცხოური "ნიჭიერის" კადრებით:

""ნიჭიერი" ყველგან "ნიჭიერია". ნიჭიერი ახალ სეზონს იმედის ეთერში იწყებს. თუ გსურთ დიდი სცენის დაპყრობა, გელით იქ სადაც ნიჭი ფასდება.. შენს ნიჭს ელის "იმედი" - ნათქვამია პრომოში. შესარჩევი ტურები "ნიჭიერისთვის" 5 აგვისტოდან იწყება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ შოუს "იმედის" ეთერში იგივე გუნდი გააკეთებს, ვინც წლების მანძილზე მუშაობდა პროექტზე "რუსთავი 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია, თავიანთ გუნდთან ერთად, დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიდნენ ტელეკომპანია "იმედში".

სხვა სიახლეები