გარდაცვლილი პატიმრის მიხეილ ბაზაზიანის ნათესავები უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან ერთად პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამეციდინო დოკუმენტაციას ითხოვენ.
როგორც news.ge-ს ნანა კაკაბაძემ განუცხადა, ისინი თავდაპირველად დოკუმენტაციის მოთხოვნით გლდანის ციხეში მივიდნენ, თუმცა ციხის კანცელარიამ, ქსნის დაწესებულებაში გადაამისამართა.
„ციხის ადმინისტრაციამ განგვიცხადა, რომ პატიმარი მათთან უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს, შესაბამისად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას ვერ გადმოგვცემდნენ და ქსნის ციხეში გადაგვამისამართეს“, - აღნიშნავს კაკაბაძე.
მისივე თქმით, ისინი ამჟამად ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ მიემართებიან ხსენებული დოკუმენტაციის გამოსათხოვად.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მ.ბ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა.
სხვა სიახლეები

