ქეთი მელუა: „არ მჯერა რომ ჩამოვედი ბათუმში ისე მიხარია“

  • 22 ივლისი 13:49
  • 2480

წარმოშობით ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, ხვალ ქართველი მსმენელისთვის „ბლექ სი არენაზე“ იმღერებს. მომღერალი საათნახევრიანი პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე და სულ 21 სიმღერას შეასრულებს.

ქეთი მელუა ბათუმში ბრიტანულ ბენდთან ერთად ჩამოვიდა.

„არ მჯერა რომ ჩამოვედი ბათუმში ისე მიხარია. აქ მთელი ზაფხულობა გავატარე ბავშვობაში და ჩამოვედი ჩემს ბენდთან ერთად. ერთი სული მაქვს გორის ქალთა გუნდს როდის ვნახავ და ერთად კიდევ ვიმღერებთ სცენაზე. კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ უნდა იყოს მაგარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალიან ძლიერი კონცერტი ჩავატაროთ“, - განაცხადა ქეთი მელუამ.

 

სხვა სიახლეები