სამედიცინო გადამზადების კურსი სასწრაფოს მძღოლებისთვის

  • 09 ივლისი 2012, 11:22
  • 260

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეფერალური დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლების გადამზადების კურსი გახსნა.

შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური მექანიზმი შეიქმნება, რაც თავის მხრივ მოსახლეობისთვის უფრო მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას შექმნის.

კურსის ფარგლებში, მძღოლები შეისწავლიან გულ-ფილტვის რეანიმაციას, ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენებას, ტრავმული პაციენტის შეფასებას, კისრის და კიდურების იმობილიზაციას და სხვა.

ტრეინინგი 5 დღე გაგრძელდება. მონაწილეები დღის ბოლოს ტესტირებულ გამოცდას ჩააბარებენ, რომლითაც მათი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემოწმდება.

ტრენინგის მონაწილეებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზე განხორცილებული ძალადობის ფაქტი და სასწრაფო დახმარების პერსონალს საკუთარი პროფესიული მოვალეობის უსაფრხთოდ შესრულებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სხვა სიახლეები