მთავრობის ახალი კაბინეტის ფორმირების ნდობის შესახებ ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, ანტონის სამარისის კოალიციურმა მთავრობამ ბერძენი დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო.
დეპუტატების ნახევარზე მეტმა იმ ახალ მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც პირობას დებს, რომ ერთდროულად ქვეყანას ბიუჯეტის მკაცრი ეკონომიის ზომებისაგანაც დაიხსნის და კრედიტორებსაც მოელაპარაკება.
300 დეპუტატიდან ახალ მთავრობას 179-მა გამოუცხადა ნდობა, რომლებიც კოალიციის წევრები არიან. წინააღმდეგ კი 121-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
მმართველ კოალიციაში შედიან: მემერჯვენე-ცენტრისტული პარტია ”ახალი დემოკრატია”, სოციალისტები ”პასოკიდან” და მემარცხენე ”დემოკრატიული” პარტია.
მთავრობამ, კრედიტორების ნდობის მოსაპოველად, პირობა დადო რომ პირველ რიგში პრივატიზაციას ჩაატარებდა და სტრუქტურულ რეფორმებს განახორციელებდა.
სხვა სიახლეები

