ვაშაძე: „მე ამ დელეგაციაში წარმოდგენილი ვარ პერტო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლის სტატუსით“

  • 17 ივლისი 16:23
  • 2370

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თბილისის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა. მიხეილ ტიტარჩუკს მასპინძლობა „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაუწია. 

„უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ტიტარჩუკს ვაჩვენე თბილისის იუსტიციის სახლი. გავაცანი ის სერვისები, რაც მომხმარებელმა ამ სივრცეში შეიძლება მიიღოს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის მონაწილეობით, კიევში უკვე ფუნქციონიერებს პირველი იუსტიციის სახლი. უახლოეს პერიოდში კი აშენდება მსგავსი სერვის ცენტრები, უკრაინის ყველა ქალაქში.

რაც შეეხება უკრაინის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს, მე ამ დელეგაციაში წარმოდგენილი ვარ უკრაინის პრეზიდენტის, პერტო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლის სტატუსით. ვიცი, რომ ხვალ გამართულ ფორუმში მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი დეტალები, პრეზიდენტ პოროშენკოს ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

[R]

სხვა სიახლეები