დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

  • 17 ივლისი 15:58
  • 673

„დეზერტირების“ აგრარული ბაზრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბაზრობაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა.

როგორც news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 150 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.

ახალი ამბები

3692 სტატია

სხვა სიახლეები