თორიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

  • 17 ივლისი 15:38
  • 498

სასამართლომ პრეზინდეტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

„ეს არის სისტემური დანაშაული. უნდა შეიცვალოს არა მარტო ნარკოპოლიტიკა, არამედ თვითონ პოლიციის რეპრესიული მანქანა. უნდა დაინგრეს ეს სისტემა.

ვფიქრობ, აუცილებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც ნარკოპოლიტიკის გამო არ ზიან მარტო, ზიან იარაღის გამო და ციხე სავსეა ასეთი ადამიანებით.

ასე რომ, უნდა შეიცვალოს თვითონ ეს მანქანა. ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლება სწორედ ამის გამო შევცვალეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება მიხვდება თავის შეცდომებს“, - განაცხადა თორნიკე კაჭარავამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავას გათავისუფლება 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოხდა.

ახალი ამბები

3692 სტატია

სხვა სიახლეები