ემირ კუსტურიცა: მივესალმები ვლადიმერ პუტინის ქმედებებს, რომელიც ფეხზე აყენებს რუსეთს

  • 17 ივლისი 15:20
  • 2517

ცნობილი სერბი რეჟისორი, კანის ფესტივალის ორგზის ლაურეატი ემირ კუსტურიცა RT ინტერვიუში მის მიერ დაარსებული რუსული მუსიკის ფესტივალზე «Большой» საუბრობს. 

მან, ასევე, ისაუბრა რუსი და სერბი კინემატოგრაფისტების მეგობრობაზე. 

კუსტურიცამ აღნიშნა, რომ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ასევე, ისაუბრა შემოქმედებით გეგმებზე - სერბი რეჟისორი დოსტოევსკის ნაწარმოებების მიხედვით ფილმს იღებს.

გთავაზობთ ამონარიდს:

 - თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, ის რომ სერბეთს მსოფლიოში პატივს სცემენ ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინმა რაღაც განსაკუთრებული გააკეთა მსოფლიოსათვის. როგორც თქვა ერთმა რუსმა მწერალმა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველაზე მეტად დემოკრატია დაზარალდა.

სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა, ფრანგი, იტალიელი, ინგლისელი დემოკრატები ცდილობდნენ ეჩვენებიათ რკინის ფარდის მიღმა მყოფთათვის, თუ როგორი დემოკრატია ყვაოდა მათ ქვეყნებში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უკვე მათ არავისთვის  და არაფერი ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

მივესალმები ვლადიმერ პუტინის ქმედებებს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი მანერით ფეხზე აყენებს რუსეთს ელცინის პერიოდის შემდეგ - რათა ერი ამაყი იყოს საკუთაი ისტორიით, და რაც მთავარია კულტურით. 

რატომ აქვს დასავლეთს პრობლემა პუტინთან?

დასავლეთში სურთ რომ კულტურა გაქრეს, ხოლო მის ადგილას მოვიდეს ე.წ. სამეცნიერო კულტურა, რომელიც ჩვენი პლანეტის ახალ თავს გადაშლიდა. თუმცა, ჩვენ დღემდე გვახსოვს რა პრობლემებია წამოწეულის დოსტოევსკის, ლერმონტოვისა და სხვა დიდი მწერლების ნაწარმოებებში.

...

ვრცლად იხილეთ აქ.

ნინო ჩხეიძე

2520 სტატია

სხვა სიახლეები