შსს: თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • 17 ივლისი 15:29
  • 1017

შსს-ს განცხადებით, სოციალური ქსელის საშუალებით დიპლომატ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ახალი ამბები

3692 სტატია

სხვა სიახლეები