გიორგი ბარამიძე თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუტის გაუქმებას უკან გადგმულ ნაბიჯად აფასებს

  • 17 ივლისი 15:01
  • 273

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტისგან თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა იმართება.

„ის, რომ თვითმმართველმა ქალაქებმა შეძლეს მიეღოთ თვითმმართველობა და საზოგადოებას ჰქონდა საშუალება აერჩია მისი მერები, თვითონ განესაზღვრა ქალაქებს თავისი ბედი და ახლა ამას ართმევენ, ესაა რა თქმა უნდა, უკან გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები