გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო

  • 17 ივლისი 14:57
  • 415

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო.  ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რაშიდ მერედოვთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის, ლაპის ლაზურისა და ტრანსკასპიური პროექტების განვითარების, ასევე, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

 

სხვა სიახლეები