"ხატიამ უარი თქვა პარიზში საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტზე, გერგიევის გამო"

  • 17 ივლისი 14:44
  • 1552

პიანისტის, ხატია ბინიათიშვილის დედა ნატალია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო მეგობრებო, ხატიამ უარი თქვა პარიზში "ბასტილიის დღე"ს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტზე, გერგიევის გამო. ამით მან გააპროტესტა ის, რომ საფრანგეთში, ადამიანების უფლებების დამცველ ქვეყანაში გერგიევს რომ ეპატიჟებიან, რომელმაც ცხინვალში იდირიჟორა რუსეთის ჯარისთვის, რომლმაც სირიაში იდირიჟორა ასადისთვის - ეს გაუპროტესტა ხატიამ ფრანგებს - როგორ კადრულობს საფრანგეთი, როგორ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყანას რომ გერგიევი გყავთ მაესტროდ. დიახ მართალი ხართ, ეს გააპროტესტა ხატიამ როგორც ქართველმა და როგორც მსოფლიო მოქალაქემ. და უარი თქვა ამ ცდუნებაზე. აბა ესე სიმღერა და დაკვრა და მერე გაპროტესტება არაფერს არ ნიშნავს. სხვა მუსიკოსები რომ აყოლოდნენ ამაში ხატიას, ეს მოიტანდა შედეგს. და არა ის, რომ "არა ოკუპაცია" იძახო facebook-ზე და პარალელურად გერგიევთან ერთად იმღერო, თუ დაუკრა, გინდაც ხელი არ ჩამოართვა, გინდაც ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნო... შედეგს გამოიღებს ნამდვილი სანქცია გერგიევის წინააღმდეგ, რომელიც იქნება უარის თქმა მასთან გამოსვლაზე. ნამდვილი სანქცია მის წინაამდეგ ის არის, როდესაც აკარგვინებ სამსახურს, როდესაც მასზე უარს ამბობენ. ეს მოხდება თუკი

ყველა გავაპრორესტებთ და მასზე უარს ვიტყვით.

აქ იმაზე კი არ არის

კამათი, რომელი უფრო დიდი პატრიოტია (ქართველებმა

ხომ ვერ მოვიშალეთ კუდაბზიკობა), არამედ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ისეთი პროტესტი, რიმელიც შედეგს გამოიღებს. ქართველებმა ვერ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს, რომ ეს

გაგვეპროტესტებინა. სამწუხაროდ ქართველმა მუსიკოსებმა დაუკრეს და იმღერეს მასთან. სულ ერთია მერე რა გააპროტესტეს. იქ ისინი დადგნენ მასთან ერთად სცენაზე და როგორ მოთხოვოს ხატიამ თავის ფრანგ და უცხოელ კოლეგებს რომ არ დაუკრან გერგიევთან, როდესაც ჩვენ არ ვდგევართ ერთად?

თან აქ მხოლოდ

პატრიოტიზმზე

არ არის ლაპარაკი, ეს არის ჰუმანურობის წინააღმდეგ გალაშქრული ადამიანების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა.

პატრიოტიზმი ის კი არ არის, ვინ უფრო მეტ

მიწას გამოქაჩავს, არამედ ადამიანებზე რომ ფიქრობ. იმ

ადამიანებზე, ვინც ამ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამის გაპროტესტება კი გერგიევთან სიმღერით არ არის ნამდვილი გაპროტესტება, იმიტომ, რომ

საფრანგეთში მაყურებელმა არ იცის რომ ანიტამ ეს გააპროტესტა. იქ მაყურებელმა დაინახა ის, რონ ქართველი მომღერალი მღეროდა გერგიევთან ერთად. ისინი ხედავემ არა იმას, რომ საქართველოს სახელი გაიტანა ანიტამ, არამედ იმას, რომ

საქართველო არ არის გაბრაზებული გერგიევზე, საქართველო არ არის გაბრაზებული რუსულ პოლიტიკაზე, იმიტომ,

რომ ჩვენ ერთად მაინც ვდგევართ სცენაზე იმ ადამიანთან, ვინც პირდაპირ ატარებს რუსული

პოლიტიკის პროპაგანდას. ანუ "ყველაფერი რიგზე ყოფილა".

- "თუ შენ ქართველი არ აპროტესტებ, მე - მაკრონმა რატომ უნდა გავაპროტესტო საქართველოს ოკუპაცია?" ჩვენ თუ საფრანგეთს არ ვუპროტესტებთ ამას და ვდგებით გერგიევის გვერდით ერთ სცენაზე საფრანგეთში, მაშინ საფრანგეთმა რატომ უნდა ინერვიულოს ჩვენს ოკუპაციაზე?"

სხვა სიახლეები