თათია დოლიძე: ესაა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული, მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება

  • 17 ივლისი 14:18
  • 1719

დიპლომატი თათია დოლიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება.

თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო.

სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, - წერს თათია დოლიძე „ფეისბუქზე“ სადაც მის მიმართ მუქარის შემცველი კომენტარები გავრცელდა.

სხვა სიახლეები