ესპანეთის ათობით მოქალაქე ცხენის ხორცის რეალიზაციის არალეგალური სქემის გამო დააკავეს

  • 17 ივლისი 12:36
  • 477

ესპანეთის პოლიციამმთელი ევროპის მასშტაბით, 65 მოქალაქე ცხენის ხორცის არალეგალურად ვაჭრობისთვის დააკავა.  

ესპანეთის სამოქალაქო გვარდია, ევროპოლთან ერთად, ათობით ადამიანს ცხოველებისადმი უხეში მოპყრობისთვის, დოკუმენტების გაყალბების, საზოგადოებრივ ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულსა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს.

გამოძიება 2013 წლის ინციდენტთან არის დაკავშირებული. ირლანდიაში საკვების უსაფრთოხების ორგანოს მიერ ჩატარებული  კვლევის შედეგად ჰამბურგერის მოსამზადებელი ხორცის 27 პროდუქციიდან 10-ში ცხენის დნმ-ი აღმოჩნდა.

ესპანურ სასაკლაოებში ნაპოვნი ხორცის ნიმუშების ანალიზის შედეგად, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ხორცის უმეტესობა საზღვარგარეთ გაიყიდა.

ჰოლანდიელი ეჭვმიტანილი ოპერაციებს ალიკანტედან აკონტროლებდა და კავშირი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიყველაზე სანდო პირებთანჰქონდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ბელგიაში დააკავეს. საპოლიციო ღონისძიებები მთელ კონტინენტზე ჩატარდა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სხვა სიახლეები