გიგა ბოკერია: თუ ისინი გადადიან ზღვარს, მოუწოდებენ ძალადობისკენ, 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი

  • 17 ივლისი 13:00
  • 930

„ქართველთა მარშის“ საკითხთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველო“ სამოქალაქო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ამ ინფორმაციას მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართელო ავრცელებს.

„ყველგან დასავლეთში არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამტარებლები, ფაშისტები, შავრაზმელები, ეს სამარცხვინო ხალხი და მათაც აქვთ, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამ შემთხვევაში 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ და მის ადგილსამყოფელს ადგენენ, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი. ისინი არიან ივანიშვილის მთავრობის, კალაძის და მთელი ამ გუნდის სატელიტები, მოკავშირეები და მათი და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ. ეს არის დიდი პრობლემა“, - აცხადებს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები