სინოპტიკოსების 17 - 18 ივლისს საქართველოში ცხელ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

  • 17 ივლისი 12:17
  • 515

სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 - 18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 23 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურული ფონი.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები