ელენე ხოშტარია: სოლიდარობას ვუცხადებთ თათია დოლიძეს და ყველა ქალს, ვინც ძალადობის, ან ძალადობის მუქარის შემცველი განცხადებების მსხვერპლია

  • 17 ივლისი 11:15
  • 473

თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის სოიდარობას უცხადებს დიპლომატ თათია დოლიძეს და ყველა იმ ქალს, ვინც ძალადობის, ან ძალადობის მუქარის შემცველი განცხადებების მსხვერპლია.

„მივმაერთავ ამ ფაშისტ, ჰომოფობ მოძალადეებს, რომ თქვენ არ გექნებათ საშუალება, რომ ქართული საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალ მოქალაქეებზე და აქვს მყარი ევროპული ფასეულობები, ეს საზოგადოება აქციოთ ძალადობის, ჩაგვრის და მსგავსი მუქარების ქვეყნად და საზოგადოებად.

სოციალურ ქსელებში ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად ამაზრზენი შემთხვევა ფაშისტი, ჰომოფობი, მოძალადე ჯგუფებისგან თავისუფალ მოქალაქეზე სექსუალური მუქარის შემცველი განცხადებებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს აზრი, მაგრამ გუშინდელი განცხადებები თათია დოლიძის მიმართ იყო კონკრეტულად სექსუალური ძალადობის შემცველი.

ეს არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. აქედან გამომდინარე, ვუცხადებთ სოლიდარობას თათია დოლიძეს და ყველა იმ ქალს, ვინც არის ზოგადად ძალადობის ან ძალადობის მუქარის შემცველი განცხადებების მსხვერპლი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ჯგუფები თავის დროზე წახალისებული იყო ხელისუფლების მიერ, რომლებიც იყენებდნენ პოლიტიკური ძალადობისთვის და დღეს ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად უმოქმედო, უუნარო ხელისუფლებას, რომელიც არ იცავს თავის მოქალქეებს მსაგსვ შემთხვევებში.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთლიანად საზოგადოების ვალია და ეს არ არის მხოლოდ პარტიული საკითხი, ამ მოქმედებას გაეცეს და მიიღოს სათანადო პასუხი. ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუგთან, პოლიტიკური პარტიებთან, რომ არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე ქვეყნისთვის ძალიან საშიში მოვლენა. ეხლა გამოჩნდება, რომ ვართ სახელმწიფო, რომლისთვისაც ფასეულია თავისუფლება, თუ სახელმწიფო, რომელიც გახდება მოძალადეთა და ფაშისტების სახელმწიფო“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ახალი ამბები

3692 სტატია

სხვა სიახლეები