თბილისის ინტერპოლმა მადრიდის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

  • 17 ივლისი 10:32
  • 493

შსს-ს განცხადებით, თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

„დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები