თვითმფრინავი Cessna ბაიკალის ტბაში ჩამოვარდა (ვიდეო)

  • 16 ივლისი 22:59
  • 3386

კერძო, მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Cessna ბაიკალის ტბაში ჩამოვარდა, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. თვითმფრინავის ბორტზე 4 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის სიახლოვეს ექიმები ისვენებდნენ, სწორედ მათ აღმოუჩინეს კატასტროფის მსხვერპლთ პირველი დახმარება.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სხვა სიახლეები