ზაალ უდუმაშვილი: შემოდგომიდან ყველაფერი უნდა შეიცვალოს ამ ქალაქში

  • 16 ივლისი 19:25
  • 1210

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ვეძისის მცხოვრებლებს შეხვდა. 

"ჩვენ ვიმყოფებით ქალაქის ცენტრში. ესაა ვეძისის დასახლება. ამ უბანს არ აქვს ელემენტარული გზა. უფრო სწორად, ეს არის გზა, სადაც ელემენტარულად სასწრაფო დახმარებაც კი ვერ ადის, როდესაც ავადმყოფს სჭირდება გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. საუბარია, საბურთალოს რაიონზე. ონკანში წყალი არ მოდის და თუ მოდის, ისეთი ბინძურია, რომ ვერ სვამს ადგილობრივი მოსახლეობა და ბავშვებს ელემენტარული გასავლელი არ აქვთ. ერთადერთი სტადიონი, რომელიც ჰქონდათ, ისიც გაყიდა უკვე ხელისუფლებამ და იქ კორპუსია უკვე წამოჭიმული.

სწორედ ამიტომ, შემოდგომიდან ყველაფერი უნდა შეიცვალოს ამ ქალაქში და ყველა უბანს, ყველა რაიონს უნდა ჰქონდეს ზუსტად ერთნაირი განვითარება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სხვა სიახლეები