"თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა ახლa"

  • 16 ივლისი 11:17
  • 694

თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა ახლა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თურქი ხალხის ბრძოლამ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში ახალი გვერდი გადაშალა.

„გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის 250 მოქალაქე დაიღუპა და მხოლოდ 35 პუტჩისტი. ამ რიცხვებზე ღირს დაფიქრება“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

„პუტჩამდე დიდი ხნით ადრე მე გიულენს მოვუწოდე თურქეთში დაბრუნებულიყო! რატომ არ დაბრუნდა? პასუხი მარტივია: ტერორისტების ხელმძღვანელმა კარგად იცის, როგორი იქნებოდა მისი ბედი დაბრუნებისთანავე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ მაშინ გაუქმდება, როდესაც საფრთხეები აღმოფხვრილი იქნება და ტერორიზმთან ბრძოლის მიზანი მიღწეული იქნება“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

სხვა სიახლეები