შეჯახების შედეგად, რუსთავი-თბილისის გზაზე ავტომობილი ამობრუნდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

  • 15 ივლისი 18:29
  • 894

შეჯახების შედეგად რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, დაშავებულია ერთი ადამიანი. მომხდარს შსს ადასტურებს.

როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები