„ჯორჯიან ეარვეისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • 15 ივლისი 11:21
  • 1030

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ნის წინ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებიდან განვაახლეთ ავიაპარკი სამი ერთეული საჰაერო ხომალდით, ამასთან მკვეთრად გავზარდეთ ფრენის არეალი და დავამატეთ ახალი ავიარეისები ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისათვის სხვადასხვა მიმართულებაზე სპეციალური ფასების შეთავაზებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული აქტივობა უარყოფითად აისახა ჩვენი არაკეთილმოსურნეების განწყობაზე და გადაწყვიტეს კონკურენტის ჩამოცილება ნებისმიერ ფასად, რისი პირველი ნიშანიც იყო რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მხრიდან „ჯორჯიან ეარვეისი“-სათვის ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმა.

ახლახანს კი რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ „ჯორჯიან ეარვეისისს“ უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის შეთანხმებულია რეისების რაოდენობა (3 რეისი დღეში,თითოეული მხრიდან) და ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუუქმა ფრენის ნებართვა, არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა (მითუმეტეს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ,ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს) და ასეულობით მგზავრი, რომელმაც უკვე შეიძინა ავიაბილეთები მათი ინტერესების სრული უგუვებელყოფით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა.

სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის.

ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები წერილში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით“, - აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისი“.

[NS]

სხვა სიახლეები