ქართული სტარტაპები, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს გვთავაზობენ

  • 13 ივლისი 17:59
  • 2056

ინდუსტრიულ მსოფლიოში, სადაც ადამიანის ყოველდღიური მოხმარების ნივთები კონვეიერულ პრინციპზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად იწარმოება, ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ბევრ ისეთ რამეზე, რაც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ საზოგადოების შეძლებულ ნაწილს მიუწვდებოდა ხელი. ამან, რა თქმა უნდა, მსოფლიოში დადებითი ძვრები განახორციელა, თუმცა, ამავე დროს, განსაკუთრებული ფასი დაადო ხელნაკეთ ნივთებს. ადამიანის მიერ შექმნილი პროდუქცია ახლა უკვე განსაკუთრებით ფასობს.

ახალ რეალობას ქართულმა სტარტაპებმაც აუღეს ალღო. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომელიც ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობს:

DeaPax • დეაპექსი

DeaPax . დეაპექსი - ქართული ბრენდი, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლის დიზაინს, ხელნაკეთ მაისურებს, ჩანთებსა და ბალიშებს.

მაქმანი

არტ სალონი „მაქმანი“ არის ხელნაკეთი ნივთების ბრენდი, რომელიც ქმნის მობილურისა და ლეპტოპის აქსესუარებს, ჩანთებს, სამკაულს, სახლის დეკორსა და უამრავ ლამაზ ნაკეთობას.

Pavone

PAVONE - ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მინის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს.

Moqarguli • მოქარგული

„მოქარგული“ - ქართული სტარტაპია, რომელიც ქმნის პროდუქციას: სახლის დეკორს, თეთრეულს, ცხვირსახოცს, წინსაფარს და ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს მოქარგული და პერსონალიზებული.

KareNina • კარენინა

KareNina - ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ორიგინალურ ხელნაკეთ აქსესუარებს: ხისგან დამზადებულ წიგნის ფორმის ჩანთებს, ხისა და ნაჭრის გულსაბნევებს, მაისურებს, ბოდეებს და წინდებს.

Illustrator - ილუსტრატორი

ილუსტრატორი არის ღია სივრცე, რომელიც ორ მიმართულებას აერთიანებს: სტუდიას და ე.წ. concept store-ს, ანუ მაღაზიას, სადაც ერთი ბრენდის ქვეშ ერთიანდება ქართველი და არამარტო ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრები: ღია ბარათები, აქსესუარები, სტიკერები, პოსტერები,

Anano.e • ანანო.ე

Never enough anano.e - ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თიხით, ბისერებითა და ძაფებით დამზადებულ ხელნაკეთ სამკაულებს.

Crafting Corner 23

Crafting Corner 23 - მაღაზიას, სახელოსნოსა და კაფეს ერთ სივრცეში აერთიანებს, სადაც შესაძლებელია როგორც აქსესუარების, ასევე სათამაშოების, სახლის დეკორაციების, განათებისა და ხელნაკეთი ავეჯის შეძენა.

Tamri HandCreations

TamriHandCreations - მომხმარებლისთვის მქნის ხელნაკეთ აქსესუარებს, რომლებიც მინიმალისტურ სტილშია, დასამზადებლად გამოყენებულია ხის და მეტალის მძივები და გეომეტრიული ფიგურები.

 

#სტარტაპერი #გვეამაყები

[R]

სხვა სიახლეები