თამარ ჩერგოლეიშვილი: ქალბატონი ჩუგოშვილი რომ დგას და ფბ-ზე ყვება, რას ეჭორავა უკრაინის დელეგაცია სტრასბურგში სააკაშვილზე

  • 13 ივლისი 17:08
  • 2642

„ტაბულას“ გენერალური დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში წერს:

"საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობების უსტაბაში, ქალბატონი ჩუგოშვილი რომ დგას და ფბ-ზე ყვება, რას ეჭორავა უკრაინის დელეგაცია სტრასბურგში სააკაშვილზე და როგორ ეხვეწნენ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას, რომ უკრაინიდან მოეშორებინათ, თავად ჩუგოშვილზე მეტს ამბობს, ვიდრე სააკაშვილზე.

კარგი იქნება ჩუგოშვილი თუ გაითვალისწინებს, რომ სააკაშვილის დეგრადაციაც ჭორაობით და საერთაშორისო მეგობრების კერძო საუბრების საჯარო განხილვით დაიწყო. ასე დაკარგა ნდობა."

სხვა სიახლეები