პაშა ბანკი ტრადიციულად აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა

  • 12 ივლისი 17:14
  • 550

პაშა ბანკი, ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს, წელს კვლავ აქტიურად ჩაერთო აშშ-ს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში. ბანკი უკვე მესამე წელია აშშ-ს საელჩოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ საღამოში იღებს მონაწილეობას.

2017 წლის 8 ივლისს AmCham Georgia-მ ამერიკის საელჩოსთან ერთად უმასპინძლა ოჯახურ პიკნიკს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 241 წლის აღსანიშნავად. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 1500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ის 200-ზე მეტ ქართულ და ამერიკულ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა.

პაშა ბანკი AmCham-ის აქტიური წევრია. აღნიშნულ ასოციაციასთან ერთად პაშა ბანკი გაერთიანებულია ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: EU-Georgia Business Council (EUGBC), International Chamber of Commerce (ICC) და Georgian Chamber of Commerce and Industry (GCCI).

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან, მითუმეტეს რომ პაშა ბანკი კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებაში სპეციალიზირდება და ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია მსხვილ ბიზნესთან ურთიერთობა. AmCham ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მათთან ერთად აგვეღნიშნა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე. პიკნიკი, რომელიც ტრადიციულად იმართება ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და პაშა ბანკი არა ერთხელ იყო ამ ღონისძიების სპონსორი ბაქოში.“ აღნიშნა შაჰინ მამმამდოვმა, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.

PASHA Bank traditionally joined USA Independence Day Celebration

PASHA Bank, Baku-based financial institution providing corporate and investment banking services in Azerbaijan, Georgia and Turkey, took part in the celebration of the independence day of the United States of America organized by American Chamber of Commerce in Georgia. For the third year in a row, the Bank sponsored the traditional picnic that was held at the US Embassy to Georgia.

This special event hosted Georgian and expat families to celebrate the 241st anniversary of the signing of the U.S. Declaration of Independence. This year U.S. Embassy to Georgia welcomed over 1500 guests.

PASHA Bank is an active member of AmCham. The Chamber was founded in 1998 and it is one of the largest business associations in Georgia representing more than 200 Georgian and American companies. The primary mission of AmCham is to strengthen U.S. - Georgia business and economic ties and to foster the improvement of the business climate in Georgia.

PASHA Bank is also a member of EU-Georgia Business Council (EUGBC), International Chamber of Commerce (ICC) as well as Georgian Chamber of Commerce and Industry (GCCI).

“In light of the fact that PASHA Bank specializes in corporate and investment banking services, we always try to actively partner with the business associations and chambers that operate in Georgia. AmCham is one of our very distinguished partners and we are glad to have another opportunity to contribute to the celebration of the independence day of the USA. This traditional picnic is very popular in Azerbaijan as well and PASHA Bank has been a proud sponsor of this event on several occasions in Baku,” commented Mr. Shahin Mammadov, CEO and Chairman of the Board of Directors at PASHA Bank.

[R]

სხვა სიახლეები