საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩეხებთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა

  • 08 ივლისი 22:32
  • 1350

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი სასინკამ კი თავური დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორედ გაიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.

sportall.ge-ის ინფორმაციით, მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანზე მალევე დაბრუნდნენ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ერთი გამარჯვება ჰქონდა, ორჯერ კი დამარცხდა და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.

 

 

სხვა სიახლეები