პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე ქართველი ფალავნებისთვის 2 ოქროს მედლით დასრულდა

  • 07 ივლისი 23:51
  • 1622

პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის "პოლანდ ოპენ" პირველი დღე ქართველი ფალავნებისთვის 2 ოქროს მედლით დასრულდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხივე წევრი მედლისთვის იბრძოდა. 61 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გავიდა, სადაც მისი მეტოქე ანდრეი პერპელიტა იყო. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოლდოველ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 10:0 დაამარცხა და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ, ხოლო ზურა ერბოწონაშვილმა - 74კგ-ში.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს: 130 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ლევან არაბულმა ფინალში ლიტველ მანტა კნისტაუსტასთან იბრძოლა, 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

წყარო: pia.ge

სხვა სიახლეები