ენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიებისათვის სემეკის მიერ დაწესებული ვალდებულებები მომხმარებელთა დროულ ინფორმირებას, ელექტროენერგიის არაგეგმიური წყვეტის შემთხვევაში არაუმეტეს 6 საათში შუქის მიწოდების აღდგენასა და "ქოლ-ცენტრის" ოპერატორის მიერ შემოსული ზარის 30 წამში პასუხს მოიცავს. გარდა ამისა, კომპანიებმა საფასურის გადაუხდელობის მიზეზით ჩაჭრილი ელექტროენერგიის აღდგენა გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან 8 საათში უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე კომპანიას აბონენტისთვის 20 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.
"ეს გახლავთ მომსახურების ახალი სტანდარტები, რომლებიც ევროპის ქსელებიდან არის გადმოღებული. კომისია ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ნებისმიერ გაგზავნილ წერილზე დროულად არ მიუვა პასუხი ან არ მიაწოდებენ ელექტროენერგიას, კომპანიას ექნება ვალდებულება თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარიდან 50 ლარამდე თანხა აბონენტს პირად ანგარიშზე აუსახოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თანხის ელექტროენერგიას მოქალაქეები უფასოდ მოიხმარენ," - ამბობს სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ იკომისიის მიერ კომპანიებისათვის დადგენილი წესები უკვე ამოქმედდა.
სხვა სიახლეები
