გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია

  • 28 ივნისი 00:07
  • 3102

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ახალაგზრდებს შორის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გივი მაჭარაშვილი ფინალში იტალიელი სიმონე იანატონი ზუსტად 44 წამში 10:0 დაამარცხა და ევროპირველობა ოქროს მედლით დაასრულა.

მაჭარაშვილამდე, ოქროსთვის ბრძოლა წააგო ნიკა კენჭაძემ და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ედემი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.

ევროპირველობის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, საქართველოს მოჭიდავეთა ახალაგზრდული ნაკრების აქტივში, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებია.

სხვა სიახლეები