როსკომნადზორმა 103 საიტს ფილმის "ინტერვიუ პუტინთან" წაშლა მოსთხოვა

  • 19 ივნისი 23:47
  • 1178

ოლივერ სტოუნის ფილმი "ინტერვიუ პუტინთან" 103 საიტმა არალეგალურად გაავრცელა. როსკომნადზორმა  ყველა საიტს ოფიციალური უწყება გაუგზავნა. ამის შესახებ РИА Новости იტყობინება.

ასლების გავრცელებით, საიტებმა საავტორო უფლებები დაარღვიეს, ამ მომენტისათვის უკვე 81 საიტმა გაითვალისწინა როსკომნადზორის მითითება და ფილმი გვერდიდან მოხსნა,  - ინფორმაციას როსკომნადზორი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ოთხსერიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე, სახელწოდებით "ინტერვიუ პუტინთან".

რუსეთში, ფილმი გავა პირველ არხზე 19 ივნისიდან 22 ივნისამდე.

ოლივერ სტოუნის გახმაურებული ფილმებია "ოცეული" და "დაბადებული ოთხ ივლისს".

ოლივერ სტოუნი სამგზის ოსკაროსანია.

სხვა სიახლეები