„გავა ცოტა დრო და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ მაგრად შეცდი, როცა შენივე ნებით წახვედი იმ პროფესიიდან, რაც შენი მთელი სიცოცხლე იყო“

  • 19 ივნისი 23:21
  • 3588

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კოლეგის, ზაალ უდუმაშვილის მიერ, ჟურნლისტიკიდან პოლიტიკაში წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ეძებ...ეძებ..სულ ეძებ შენს თავს შენივე საკუთარ ცხოვრებაში. მიედები... მოედები... რაღაც უფრო მეტი გინდა, რაღაც უფრო მეტ ძალას გრძნობ შენს თავში და მიდიხარ ხისტად. მერე რაღაც ახალ გზას აღმოაჩენ და გადაწყვეტ, გადაერთო იმ გზაზე....გავა ცოტა(სულ ცოტა) დრო და მერე ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ მაგრად შეცდი. ძალიან მაგრად შეცდი, როცა შენივე ნებით წახვედი იმ პროფესიიდან, რაც შენი მთელი სიცოცხლე იყო. მერე იწყება დარდი და სინანული. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა,როცა ტელევიზიიდან საკრებულოში წავედი. მერე მძიმე დეპრესია დამეწყო და ბევრი დრო მოვანდომე უკან მობრუნებას, ბევრი დრო და ბევრი ნერვი... ხოდა, მინდა რომ არ ინანოს ზალიკომ მისი გადაწყვეტილება. ძალიან მიყვარს და მინდა, არ მოუხდეს იმ გზის გავლა, რაც მე გავიარე, გული კი დამწყდა ძალიან. უხდებოდა ეკრანს ძალიან, წარმატებები მაგარ ბიჭს მთელი ცხოვრება“,-წერს გრიგოლია.

სხვა სიახლეები