მარიამ ჯაში: მიღწეული შეთანხმება ჩვენი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების გარანტია

  • 19 ივნისი 23:22
  • 391

მარიამ ჯაში ბრიუსელიდან, ევროპარლამენტის მაღალი დონის შეხვედრიდან ეხმაურება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას კონსტიტუციაში არჩევნებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.

„მიღწეული შეთანხმება არის საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების გარანტი“, - აღნიშნავს მარიამ ჯაში.

„მოგეხსენებათ, რომ სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ჩემთვის უაღრესად ძვირფასია სამგორში მცხოვრები ათასობით ადამიანის მხრიდან ჩემს მიმართ გამოცხადებული ნდობა. კიდევ უფრო მეტად ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენი ბიუროს საშუალებით ყოველდღიური მუშაობა და ჩემს ამომრჩეველთან ყოველკვირეული შეხვედრები, რამაც სამგორში ბევრი რამ უკვე სასიკეთოდ შეგვაცვლევინა.

მაგრამ, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად უმნიშვნელოვანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ისევე როგორც 2016 წელს, ხოლო 2024 წლიდან საქართველო გადავა სრულად პროპორციულ სისტემაზე და ბოლომდე მიიყვანს ვენეციის კომისიის მიერ ჯერ კიდევ 17 წლის წინ მოწოდებულ რეკომენდაციებს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

[NS]

სხვა სიახლეები