"ასეთი რეიტინგით თანამდებობას არ ტოვებენ"

  • 19 ივნისი 22:48
  • 2152

ტელეწამყვანი დმიტრი კისილიოვი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო სამაუწყებლო კომპანიის დატოვებას არ გეგმავს, განაცხადეს სახელმწიფო ჰოლდინგის პრეს-სამსახურში, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

"ასეთი რეიტინგით თანამდებობას არ ტოვებენ" - განაცხადა პრეს-მდივანმა, ვიქტორია არუტიუნოვამ. თუმცა, თავად კისილიოვი ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.

ცნობისათვის, საიტმა Znak.com, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია რომ დმიტრი კისილოვი სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.

დმიტრი კისილიოვი  რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო სამაუწყებლო კომპანიაში 2003 წლიდან მუშაობს.

გენერალური დირექტორის მოადგილედ ის 2008 წელს დაინიშნა.

დმიტრი კისილიოვი  «Вести недели». ავტორი და წამყვანია, რომეიც «Россия 1» გადის.

სხვა სიახლეები