კახიანი: 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა, შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე დაიწიოს

  • 19 ივნისი 22:40
  • 404

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი კახიანის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა, შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე დაიწიოს. ამის შესახებ კახიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს „ქართული ოცნების“ დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა

„თუ საბოლოო ჯამში გადაწყდა ისე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იმავე სისტემით, რაც ახლა არის და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს მოხდა, ასეთ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ პროპორციულ ნაწილში შერეული სისტემის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე შემცირდეს, რაც, ერთი მხრივ, პარტიულ პლურალიზმს კიდევ უფრო უზრუნველყოფს და პატარა პარტიებს საშუალებას მისცემს, პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავდეთ“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

სხვა სიახლეები