თალაკვაძე - 2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ავირჩევთ

  • 19 ივნისი 22:35
  • 499

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის დახურული შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს

„საკონსტიტუციო სესიების წინ, უმრავლესობის ფორმატში ერთ-ერთი ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. ჩვენ შევთანხმდით როგორც პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე საპარლამენტო არჩევნების მოდელზე. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, პოზიციაა, რომ საკითხზე კითხვის ნიშნები რომ მოიხსნას, 2018 წლის არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება - პირდაპირი წესით. საპარლამენტო არჩევნებზე გუნდში პოზიციაა, რომ არსებული სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება და ეს 2024 წელს მოხდება. თავიდან ბოლომდე ყველაფერზე ვიმსჯელეთ, კიდევ გვექნება შეხვედრები სესიის დაწყებამდე და კენჭისყრამდე და გამოვალთ ერთიანი შეთანხმებული პოზიციით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სხვა სიახლეები