"როგორც ვვარაუდობდით, ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით"

  • 19 ივნისი 22:07
  • 1109

ჩამოვყალიბდით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო ამის შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

”საპარლამენტო უმრავლესობასთან სხვადასხვა საკითხი გვქონდა განსახილველი. მათ შორის ვისაუბრეთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. შედგა კონსენსუსი კონსტიტუციის თაობაზე იმ გუნდში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. კერძოდ, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თუ რა სახით ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა.

როგორც ვვარაუდობდით, ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო ამის შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით. ეს არის ის კონსენსუსი, რომელიც შედგა. რაც შეეხება მომდევნო არჩევნებს, საუბარი გვქონდა, რომ შესაძლებელია ერთჯერადად დავწიოთ საარჩევნო ბარიერი მომდევნო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში. საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაზუსტდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა სიახლეები