მამაკაცი რომელიც პარიზში ავტომანქანით პოლიციის ფურგუნს დაეჯახა, გარდაცვლილია

  • 19 ივნისი 20:59
  • 764

მამაკაცი, რომელიც პარიზში, ავტომანქანით პოლიციის ფურგუნს დაეჯახა, გარდაცვლილია. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა.

„ავტომანქანაში იარაღი და ასაფეთქებელი იყო, რაც აფეთების მიზეზი გახდა. მამაკაცი გარდაცვლილია. საქმის გამოძიება დაევალა პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს. მომხდარი ადასტურებს, რომ საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე ძალიან მაღალია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი ინფორმაცით, ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაოებენ.

ტელეკომპანიის BFMTV ინფორმაციით, თავდამსხმელი 33 წლის იყო.

სხვა სიახლეები