„ბუნებრივია, პარლამენტს აქვს კითხვები“ - კობახიძე მუხთარლის საქმეზე

  • 19 ივნისი 20:42
  • 650

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი ყველა შესაბამის საპარლამენტო ფორმატს გამოიყენებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს

„ბუნებრივია, პარლამენტს აქვს კითხვები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ზედამხედველობის განხორციელებაა. ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ზოგადად, ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ კონკრეტული საქმის გამოძიებით. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აღნიშნული საქმის გამოძიებას. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სხვა სიახლეები