პრემიერი: „გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“

  • 19 ივნისი 20:05
  • 516

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეზღუდვები, რომელიც მიწის საკუთრებაზე წესდება, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს პრობლემას არ შეუქმნის.

„პირველ რიგში ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის და ამ გზით შესაძლებელია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. და კიდევ, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ არის რა თქმა უნდა რეტროაქტიული და არსებულ მფლობელობას არ ეხება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი:

ახალი ამბები

3381 სტატია

სხვა სიახლეები