„ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარონ საჭირო პროცედურები“

  • 19 ივნისი 19:52
  • 1366

პრემიერმინისტრის თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე საზოგადოებამ შესაბამის ინსტიტუტებს საჭირო პროცედურების ჩატარების შესაძლებლობა უნდა მისცეს და შეფასებები შემდეგ უნდა გაკეთდეს. 

„ჟურნალისტი მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ, რა ჩანაწერი იყო ნანახი, ან რა სამხილები არსებობს საქმეში, არასწორად მიმაჩნია”, - განაცხადა პრემიერმა.

სხვა სიახლეები