„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ არგუმენტს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია შემოვიღოთ“

  • 19 ივნისი 19:11
  • 436

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხზე არგუმენტები არ არსებობს. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პატრიარქის მოსაზრებაზე კომენტარები ნაჩქარევად გაკეთდა.

„ეს იყო მოსაზრება, ცოტა აჩქარებული იყო კომენტარები, ეს მოსაზრება ადრეც გამოთქვა პატრიარქმა, შემდეგ ამას დიდი დისკუსია არ მოჰყოლია. რასაკვირველია, ყველა მოსაზრება იმსახურებს სერიოზულ განხილვას. მე შემიძლიათ გითხრათ ჩემი და ჩვენი პარტიის პოზიცია. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ არგუმენტს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია შემოვიღოთ. მეეჭვება, რომ არგუმენტები გამოჩნდეს. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ამისათვის არავითარი პირობა არ არსებობს,” - აღნიშნა ჟორჟლიანმა.

სხვა სიახლეები