ამიერიდან რუსეთი სირიის თავზე აშშ-ს თვითმფრინავებს პოტენციურ სამიზნედ განიხილავს

  • 19 ივნისი 18:35
  • 2596

რუსეთი თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი წყვეტს სირიაში აშშ-სთან გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც საჰაერო სივრცეში ინციდენტების თავიდან არიდებას ემსახურებოდა. BBC-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკულმა საჰაერო ძალებმა სირიის სამთავრობო გამანადგურებელი ჩამოაგდეს.

ასევე, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა კოალიციის ნებისმიერ საჰაერო ობიექტს განიხილავენ, როგორც პოტენციურ სამიზნეს. რუსეთში, სირიული გამანადგურებლის ჩამოგდებას სამხედრო აგრესიად აფასებენ.

სხვა სიახლეები