ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

  • 19 ივნისი 17:52
  • 1101

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე დღეს მომხდარი ავარიის შედეგად, მოქალაქე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქე, რომელიც ველოსიპედს მართავდა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

როგორც news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები