სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსში 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული

  • 19 ივნისი 17:30
  • 349

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო მომზადებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. ისინი სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, რუკაზე მარშრუტების დაგეგმვას, კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კოლექტიურ გადარჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას შეისწავლიან.

სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებსაც გაეცნობიან. მათ ისეთი მოქმედებების შესწავლაც მოუხდათ, როგორიცაა: ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის შესწავლა და კლდიდან დაშვება. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს.

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და 12 კმ-ზე გადაადგილებას პლუს 1200 მ-ზე ასვლას ითვალისწინებს.

სამთო მომზადების საბაზისო კურსი 7 ივლისს დასრულდება.

 

სხვა სიახლეები