ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

  • 19 ივნისი 14:20
  • 705

ლონდონში, „გრენფელ თაუერში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა სტიუარტ კანდიმ გაავრცელა. 

მისი თქმით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია მხოლოდ 5 გარდაცვლილის შესახებ გამოწვეული იყო იმით, რომ მოხდა ამ 5 ადამიანის იდენტიფიცირება. 

„საზარელი რეალობა იმაშია, რომ ბევრი მსხვერპლის იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა კანდიმ. მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

სხვა სიახლეები