ჯღარკავა შს მინისტრსა და პროკურატურას მიმართავს: დაიბარეთ ელისო კილაძე და დაიწყეთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა

  • 19 ივნისი 14:11
  • 1383

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯღარკავა მოუწოდებს შს მინისტრსა და პროკურატურას, გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე საგამოძიეობო უწყებაში დაიბარონ.

„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი მღებრიშვილს, მივმართავ პროკურატურას, როცა გაზეთის მთავარი რედაქტორი მინისტრს საჯაროდ ნარკოტიკების „ბარიგობაში“ ადანაშაულებს, ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიბარეთ ელისო კილაძე და წარმოუდგინოს მტკიცებულებები, დაიწყეთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და სიმართლე გაგვაგებინეთ! ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო ინსტიტუტებს ვცეთ პატივი! მტკიცებით ფორმაში როცა გაზეთის რედაქტორი ახმოვანებს ბრალდებას, ვალდებულია ძალოვანი სტრუქტურები მიიღოს ზომები და დაიწყოს გამოძიება“,-წერს ჯღარკავა

სხვა სიახლეები